საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი
სუბიექტის ძებნა
განცხადების ძებნა
განმცხადებლით ძებნა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების მონაცემთა სისტემურ ერთობლიობას წარმოადგენს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის ფუნქცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2012 წელს გადაეცა. ინსტიტუციური ცვლილების შემდეგ ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა და ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

თანამედროვე, დახვეწილი და მოქნილი სისტემის დახმარებით დაინტერესებულ მოქალაქეს მარტივად შეუძლია მოიძიოს 1997 წლიდან დღემდე საქართველოში დარეგისტრირებული ყველა პოლიტიკური სუბიექტის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, განხორციელებული ცვლილებები, ინფორმაცია ხელმძღვანელის შესახებ, ყველა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც პარტიასთან დაკავშირებით იქნა გამოცემული, რეესტრის უნიკალური ნომერი და ამჟამად მოქმედი სტატუსი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის ან ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე ამონაწერი გაიცემა რეესტრში ასახული რეკვიზიტების შესაბამისად. ამონაწერის მიღება ნებისმიერ პირს შეუძლია.